გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე: გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვავლინეთ, რამაც გამოძიებისას მტკიცებულებების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია

3-09-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოძიების პროცესში ხარვეზები გამოავლინა, რამაც მტკიცებულებების ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მისივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაზარალებულ მხარესთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

„ჩვენ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოვავლინეთ, რამაც, ჩვენი აზრით, გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.

დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.