გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ოდიშარია: მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო ბატონ გიორგი ამილახვრის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას

31-08-2023

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„მინდა გამოვეხმაურო და მივესალმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ გიორგი ამილახვრის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა ღვაწლის ღირსეულ დაფასებას – ამიერიდან 27 ოქტომბერი იქნება მასწავლებლის ეროვნული დღე და დაწესდა პრემიაც.


ადამიანებს თუ რამ გაგვაჩნია საუკეთესო, ეს არის ჩვენი ოჯახის, ჩვენი მშობლებისა და წინაპრებისაგან. ასევე, ლომის წილი მიუძღვით პედაგოგებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა ჩვენს აღზრდასა და განათლებაში.


მე მიხარია, რომ ეს ძვირფასი ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, ასწავლიან ჩემს შვილებსაც. ზოგიერთ მათგანს ახსოვს მამაჩემის თაობაც პირველ სკოლაში. მინდა ვიმედოვნო, რომ ასეთი ღვაწლმოსილი, გამორჩეული და დაფასებული პედაგოგები მრავლად იქნებიან ამ ინიციატივის ფარგლებში გამორჩეულნი და დაჯილდოებულნი“, – წერს დეპუტატი.