გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

1-09-2023

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.


დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.


საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.

საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას.


გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.