გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება გაფართოებაზე

1-09-2023

„შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ევროკავშირის სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, ეს ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირში ერთიანი მიდგომა არ არსებობს.

 

"შარლ მიშელმა, ბორელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა რა განცხადებებიც გააკეთეს, უკვე ნიშნავს, რომ ევროკავშირშიც არ არსებობს შეთანხმება არც გაფართოებაზე და არც იმ დასკვნებზე, რომლითაც ახალი წევრები უნდა მიიღონ. ევროკავშირში სამი მაღალი თანამდებობის პირი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს და ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა, როდესაც ვამბობთ, რომ ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ობიექტურად თუ მიუდგებიან საქართველოს, ის დღემდეც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.