გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიაში მოსახლეობა თვალს ადევნებს

3-09-2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს გურიის რეგიონში. მავნებლის განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული. ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა და ტარდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. პროცესს მოსახლეობა თვალს ადევნებს. ისინი აცხადებენ, რომ შეწამვლის შედეგად დიდი რაოდენობის მავნებელი ნადგურდება. 
ღონისძიებების მიმდინარეობას აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფიშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა. 
დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული, მათ შორის გურიის რეგიონში 6000-მდე. 
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.