გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტრენინგები სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის შესახებ

2-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები/ინსპექტორები 4 სექტემბრიდან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს განახორციელებენ. გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი საქართველოს  4 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსადარუსთავში განხორციელდება.

 

სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გადამზადდნენ და  ჩაუტარდათ ტრენინგები როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე ტექნიკური აღჭურვილობის, ელექტრონული სისტემისა და მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებებით.

 

ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს „სასწავლო და საგამოცდო ცენტრი - პტი“-ს ჩართულობით გაიმართა.

 

შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა ესწრებოდნენ.