გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა

3-09-2023

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს თავდაცვის სამინისტროში. ინიციატივის მიმდინარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული სარდლობის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა ბრიგადის გენერალ ბრიონ ტერელის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.


უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სექტორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. აქცენტირდა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელოვანი როლი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში.


საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებსა და მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას.


საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ მორგანი, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელებიც.