3-09-2018
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალკვაძის განცხადებით, ევროპარლამენტის დასკვნაში წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე მედიაპლურალიზმის მხრივ, თუმცა „რუსთავი 2“-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო.
მისივე თქმით, სიმართლე ისაა, რომ ევროპარლამენტის დასკვნა არის დადებითი.
„მინდა გამოვეხმაურო იმ მოდელირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ტელევიზიამ გააკეთა ამ დღეებში - ეს არის ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით - როდესაც ბატონმა მამიკინსმა წარადგინა ევროპარლამენტის სახელით დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ, გაუმჯობესება არის მედიაპლურალიზმის მხრივ, გაუმჯობესება არის საკონსტიტუციო რეფორმების თვალსაზირისით და „რუსთავი 2“-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო და ბატონი მამიკინსის ნაცვლად გააშუქა ექსპერტის ქალბატონი მიხელიძის დასკვნები, რომლებიც ევროპარლამენტმა საბოლოო ჯამში არ გაიზიარა. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, კერძოდ, ევროპარლამენტის დასკვნაში ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატია და მედიის თავისუფლება ქვეყანაში არის შეფასებული დადებითად“- განაცხადა თალაკვაძემ.