გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზვიად ძიძიგური: ძირითად მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა

3-09-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ სენ პატენი ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო სიცრუეა.

ზვიად ძიძიგური სემ პატენს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს.

„მე მაშინ გახლდით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში და ეს ბატონი იყო კონსულტანტი საგარეო საკითხებში, ის ალასანიას უწევდა ძირითადად კონსულტაციას და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში“. შემდეგ, ძალიან მოკლე ხანში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელი გახლდათ, მიიღო გადაწყვეტილება მისი დათხოვნის შესახებ და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის, რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა. ეს, რა თქმა უნდა, იყო გადამწყვეტი ფაქტორი და დანარჩენი, მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო თურმე, ეს არის მორიგი ცრუპენტელობა, რასაც მიჩვეულები ვართ და სერიოზულად აღარ ვუყურებთ ამას“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.