გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე ჯორჯ ბუშის განცხადებაზე: როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე

4-09-2023

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ - გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.

 

ანალიტიკოსის თქმით, როგორც დონალდ ტრამპს სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე.

 

„ვინმემ ჰკითხოს ამ სუბიექტს, თავად ამერიკელები როგორ ექცევიან მათ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. როგორც მას სთხოვენ პასუხს ჩადენილ კანონდარღვევებზე, ზუსტად ისე სთხოვენ პასუხს სააკაშვილს მის მიერ ჩადენილ სრულიად აშკარა დანაშაულებზე, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ჩათვლით“-წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.