გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთში უკრაინის მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

3-09-2018

ფოთში უკრაინის 6 მოქალაქე საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ფოთის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიისგან კუთვნილი ხელფასის მიღებას მოითხოვენ. უკრაინელი მოქალაქეების განცხადებით, ისინი ფოთის ნავსადგურში, Channel energy-ს ტერიტორიაზე, მაისიდან მუშაობენ და მათ ამ ხნის განმავლობაში გამომუშავებული თანხის მხოლოდ 10 % მიიღეს. მათივე თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შიმშილობას დაიწყებენ. 

"სამთვე-ნახევარი ვიმუშავეთ და ხელფასის მხოლოდ 10% მივიღეთ. დანარჩენს კი არ გვიხდიან. არსებობს ვიდეოჩანაწრები, რომლებიც პორტის ტერიტორიაზე ჩვენს მუშაობას ამტკიცებს. არსებობს ჩვენი საუბრის აუდიოჩანაწრი დირექტორთან, რომელმაც იცოდა, რა მდგომარეობაში ვიყავით და რომ ჩვენი ჩამომყვანი ფირმა ფულს არ გვიხდიდა. დირექტორი თანხის აგვისტოში გადახდას დაგვპირდა, ჩვენც დავუჯერეთ და მუშაობა განვაგრძეთ. ახლა კი უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დავწერეთ განცხადება პოლიციაში, მერიასა და უკრაინის საელჩოში. მივმართავთ პროკურატურასაც, თუ ორ დღეში ჩვენი საქმე დადებითად არ გადაწყდება, შიმშილობას დავიწყებთ.,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.