შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ

5-09-2023

გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ, პროექტირებას ეხლა დავიწყებთ 18 თვეში იქნება დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტში მალე იქნება მილიონი მგზავრი, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.


„აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ- დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.