გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: თელავის აეროპორტში პირველ მგზავრებს 2024 წელს მივიღებთ

5-09-2023

ვიწყებთ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციას, სადაც ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის, ბათუმის და მესტიის აეროპორტთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, შიდა ავიაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა რეისების ხელშეწყობა და ადგილობრივი აეროპორტების მოწყობა.


„თელავის აეროპორტში მოეწყობა ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურა. ასევე სრულად განახლდება და 1,7 კმ-მდე დაგრძელდება არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის აეროპორტთან და მესტიასთან, სადაც სახელმწიფოს საკმაოდ თანამედროვე საავიაციო ინფრასტრუქტურა გააჩნია, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. ერთობლიობაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების კუთხითაც, ვინაიდან განვითარებული ინფრასტრუქტურა ტურისტს საშუალებას მისცემს ერთი დღის განმავლობაში მოინახულოს საზღვაო და გასტრო-ენოლოგიური კურორტები, ასევე ძალიან საინტერესო ადგილები მთაში, ესტუმროს მესტიას. ერთიანობაში ეს ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე შიდა ავიაციის განვითარებას. გვინდა, რომ თელავის აეროპორტში პირველი მგზავრები 2024 წელს მივიღოთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.