პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოებისთვის აუცილებელი რომ არის სწორი ინფორმაციის მიწოდება, ამაზე მეტყველებს „FARA“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ფორმულასთან“ დაკავშირებით

5-09-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი FARA-ს ფარგლებში ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი თანხების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია დაფინანსების უცხოური წყაროების შესახებ.

 

„ე.წ. რუსულმა კანონმა, რომელიც აშშ-ში მოქმედებს გამოაქვეყნა ძალიან ბევრი მტკიცებულება, მათ შორის, ახლა „TV ფორმულას“ შესახებ, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც პირდაპირ დაინტერესებულები არიან, რომ აქ განვითარდეს რადიკალური პროცესები, გავრცელდეს ტყუილები, საზოგადოებას დეზინფორმაცია მიეწოდოს და ა.შ..

 

ამიტომ, საზოგადოებისთვის აუცილებელი რომ არის სწორი ინფორმაციის მიწოდება, გამჭვირვალე რომ უნდა იყოს ფინანსური ანგარიშგება და ზოგადად საქმიანობა, ამაზე მეტყველებს „FARA“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ფორმულასთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.