გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხალხი ხელისუფლებაში აღარასდროს დაგაბრუნებთ!

5-09-2023

„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს ნებისმიერი მოვლენა სარკისებურად წარმოაჩინოს. ყველას გახსოვთ როგორ ატყუებდენ ისინი მოსახლეობას და ამერიკულ კანონს რუსულ კანონს უწოდებდნენ. ახლა ისინი ცდილობენ, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა ევროპულ მოვლენად წარმოაჩინონ.


ქართული საზოგადოება არის ტრადიციული ევროპული ღირებულებების მატარებელი და მერწმუნეთ, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, მას ევროპულ მოვლენად ვერაფრით მიყიდით", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში კონსტიტუციაზე ძალადობა მისი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო.


„შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" – „ნაცმოძრაობა", „ლელო გახარიები", „ჯაფარიძე გირჩი" და სხვები, დღეს ოპოზიციის რიგებიდან ამ ხელწერით მოქმედებთ. ქართულმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის და მერწმუნეთ, კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ხალხი აღარასდროს დაგაბრუნებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.