გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

5-09-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტს სუნ ძიშენგს, აზიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორს გუო იანძუნის, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

თსუ რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ასევე, ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს. „ჩვენცძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენ ქვეყნებს შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს სინოლოგიის მიმართულების განვითარებას. ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც დაინტერესებულია ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და  ენის შესწავლით. გვსურს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა აკადემიური თვალსაზრისით“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

რექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. ჯაბა სამუშიამ ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთთან განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს სალომე დუნდუას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს ფიქრია ასანიშვილს შეხვდნენ. ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სუნ ძიშენგმა და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ისაუბრეს.

 

„ჩვენი მისიაა, თანამშრომლობა გაღრმავდეს არა მხოლოდ  სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის და მკვლევრებისთვის, რომლებიც გაცვლითი პროგრამების საშუალებით შეძლებენ გაეცნონ კოლეგების საქმიანობას“,- განაცხადა ჩინეთის საგარეო ურთიერთობების უნივერსიტეტისვიცე პრეზიდენტმა სუნ ძიშენგმა.