გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის სასამართლომ ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

3-09-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. 2018 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ბათუმში ი.ქ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ სიძეს - ნ.დ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 
გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.დ.- ს გადარჩენა მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.