გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: დღევანდელი კონფერენცია იყო იმის მხილება, რომ მთელმა ოპოზიციამ, რომელიც იქ იყო შეკრებილი, ერთწლიანი პოლიტიკური რაუნდი ხელისუფლებასთან წააგო

5-09-2023

„რა დავინახეთ მთავარი, ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ და ჩვენ, "ხალხის ძალამ", რომელმაც დიდი როლი შეასრულა გასული ერთი წლის განმავლობაში, ყველა რაუნდი მოვუგეთ ოპოზიციას. მათ დღეს სათქმელი არ ჰქონდათ. ხომ ხედავთ, როგორი ღარიბები იყვნენ,“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.

 

„მთავარია რისთვის გამართავ კონფერენციას და რა არის ამ კონფერენციის მიზანი. შარშანაც იყო მსგავსი კონფერენცია უკრაინის თემაზე და საქართველო მაშინ მეორეხარისხოვანი იყო. წელსაც პუტინი და პუტინიზმი იყო თემა და ყურადღება საქართველოს ხელისუფლების დემონიზაციას დაეთმო.

 

დღევანდელი კონფერენცია იყო იმის მხილება, რომ მთელმა ოპოზიციამ, რომელიც მოწვეული იყო და ერთად იყო შეკრებილი, ერთწლიანი პოლიტიკური რაუნდი ხელისუფლებასთან წააგო. მათ არც ერთი თემა არ დარჩათ, მათ შორის ამერიკული და ამერიკისთვის რუსული კანონის არმიღებითაც ოპოზიციამ წააგო საქართველოში ქართველ ხალხთან, ჩვენთან კი არა, წააგო ქართველ ხალხთან“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

 

მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო წლის წინ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას პასიური ამომრჩევლის გააქტიურების ტენდენცია შენიშნა. „მთელი ზაფხული მიწევდა გადაადგილება სხვადასხვა რეგიონში და ვხვდებოდი ძალიან ბევრ ადამიანს, არა პარტიულებს, არამედ რიგით მოქალაქეებს და იცით რა მომეწონა, რომ ხალხი არის გათვითცნობიერებული. თუ შარშან, შარშანწინ, წინა წლებში ხშირად აკეთებდნენ რაღაც განცხადებებს, ვხვდებოდით, რომ არსი არ იცოდნენ.

 

წელს შედარება არაა ხალხის ინფორმირებულობაში. მათ მეტი ინფორმაცია აქვთ უკვე და ამაში "ხალხის ძალას" ლომის წილი აქვს შეტანილი. აქვთ ინფორმაცია, იციან სიმართლე და უკვე ძალიან ძნელია ამ ხალხის მოტყუება.

 

მე მითხრეს, რომ ოპოზიცია დადის სახლებში, ოჯახებში ერთი ერთზე მუშაობენ ადამიანებთან და მათი ამომრჩეველი ერთი კაცითაც არ გაზრდილა. მთავარია, რომ აქამდე პასიურ ამომრჩეველში არის აქტიურობა და აქტიურობა არის ხელისუფლების სასარგებლოდ. რატომ? იმიტომ რომ მათთვის ბევრ ტყუილს აეხადა ფარდა.

 

ისინი მიხვდნენ, რომ ოპოზიცია ხალხს ატყუებდა. ყველაზე მთავარი, უპირობო, რაც ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კამპანიის თემამ აჩვენა - მშვიდობის თემაა, ამაში ხელისუფლებამ ოპოზიციას პირწმინდად მოუგო. ხალხმა ნახა, რომ მათ აქვთ არჩევანი ორად ორ რამეს შორის - ომი და მშვიდობა, სტაბილურობა და ნგრევა. აი ეს არის მათთვის არჩევანი და ყველა ხვდება, რომ ამ ორ არჩევანს შორის უპირატესობა აქვს მშვიდობასა და სტაბილურობას“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.