გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა, მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ და ვერც შეაშინებენ

7-09-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

კობახიძის განმარტებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, აქედან გამომდინარე, სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს.

 

 

“ჩვენ მოვისმინეთ სენატის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით, კრის სოჩა სენატორ რიშის თანამშრომელია, რომელსაც მთელი ოპოზიცია ერთად ეახლა და მან დაიწყო ლაპარაკი სანქციებთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მათ შორის, მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ხედავს, რომ ამ კაცს საერთოდ არ აინტერესებს სანქციების თემა. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს.

 

გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში, თავხედურად ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის და განმარტების გარეშე, უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, დღესაც გრძელდება.

 

ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი აჟღერებს. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს.

 

როდესაც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია, ხომ? თუ სანქცირდება ხელისუფლების წარმომადგენელი, რა ევროკავშირზეა საერთოდ საუბარი. ისინი აბსოლუტურად ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების ყოველგვარი პრევენცია არის მათი თვითმიზანი და რა თქმა უნდა საზოგადოება ამაზე თავის დასკვნებს გამოიტანს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.