გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ პოლიტიკური იმიჯი შეექმნა, ვერც ეს მოახერხა და სახალხო დამცველის იმიჯიც შემოინგრია

7-09-2023

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

 

მდინარაძის განმარტებით, ნინო ლომჯარიას პოლიტიკაში ელოდებიან.

 

მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას ბოლოდროინდელ განცხადებებს სახალხო დამცველობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა და წარმოუდგენელია, სხვაგვარი ზრახვა ჰქონდეს.

 

„ლომჯარიას რა თქმა უნდა პოლიტიკაში ველოდებით. ლომჯარიამ პოლიტიკოსობა დაიწყო სახალხო დამცველი რომ იყო, ჯერ კიდევ აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. სახალხო დამცველობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ხომ? სახალხო დამცველის პლატფორმა ადამიანმა გამოიყენა იმისათვის, რომ პოლიტიკური იმიჯი შეექმნა, ვერც ეს მოახერხა, სახალხო დამცველის იმიჯიც შემოინგრია, ახლა ბუნებრივია ველოდებით, ამისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს და წარმოუდგენელია, რომ სხვაგვარი ზრახვა ჰქონდეს.

 

საზოგადოებრივ მოძრაობად დარჩეს, წარმოუდგენელია, პირდაპირ გეუბნებით, თუ ერთადერთი რამ არ მოხდა, არ გაზომეს და ნული მთელი რაღაც არ იქნა მისი რეიტინგი“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.