გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„პრეზიდენტმა განაცხადა - კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო, არც კი უცდია ეღიარებინა, რომ ქვეყანა იმსახურებს სტატუსს“ - მამუკა მდინარაძე

7-09-2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება. 


მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სცადა, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა „ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა“. 


„კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა. ეს იყო სულ! არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს! დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს! ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი“, - წერს მამუკა მდინარაძე.