გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ავარია რუსთავში

4-09-2018

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ,,შევროლეტისა" და ,,ლექსუსის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ძლიერი შეჯახების შედეგად ,,ლექსუსის" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გამწვანების ზოლში ლითონის დეკორატიული ღობე გაანგრია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიის გამო მეგობრობის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

"ინტერპრესნიუსი"