4-09-2018
გორში, წმინდაწყალზე, 83-წლის ქალბატონი გადაარჩინეს. მის დასახმარებლად კორპუსის მესამე სართულიდან მეორე სართულზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ჩავიდნენ.
მაშველებმა ნახეს, რომ დაკეტილ ბინაში ქალბატონს ეძინა, თუმცა, მეზობლების თქმით, სამზარეულოში ბუნებრივი აირის ქურა ჩართული იყო, ჩაიდანში კი წყალი დამშრალიყო.
,,კიდევ კარგი ფანჯარა იყო ღია" - გვითხრეს მათ.
მარტოხელა ქალბატონის დასახმარებლად ახლობელმა 112-ში დარეკა. ის გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოვიდა, კარებზე დააკაკუნა და ხმა რომ არავინ გასცა, მაშინვე შველა ითხოვა. მისი თქმით, 83-წლის ქალბატონს შვილები არ ჰყავს.
გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანა.