გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 32-ე ცხედარი იპოვეს

10-09-2023

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 32-ე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ცხედარს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მიაკვლიეს. 


ამ დროისთვის, გრძელდება ერთი დაკარგულის სამძებრო სამუშაოები.


„ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი“, - აცხადებენ შსს-ში.