გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: „აგენტოკრატიის“ საშიშროებიდან გამომდინარე, ამავე არასამთავრობოებმა რომ ნება იბოძონ და ჯერ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე გააკეთონ განცხადება და ჰკითხონ, საიდან აქვს ზურაბიშვილს ევროპული ვოიაჟებისათვის თანხები?

10-09-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი პროკურატურას გამოძიების ჩატარებას სთხოვენ პრემიერ-მინისტრის ფრენის ხარჯებთან დაკავშირებით.

 

ქადაგიძე არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, პირველ რიგში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ვოიაჟის ხარჯებით დაინტერესდნენ.

  

„კლეპტოკრატიის საშიშროებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მოკვლევა დაიწყოს მელაძის სიუჟეტის გამო და საიდან აქვს კერძო ფრენის ხარჯები პრემიერს უნდა გაირკვესო, ითხოვენ:

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“;


„საფარი“,


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“;


„ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“.

 

„აგენტოკრატიის“ საშიშროებიდან გამომდინარე, ამავე არასამთავრობოებმა რომ ნება იბოძონ და ჯერ კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე გააკეთონ განცხადება და ჰკითხონ, საიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს ევროპული ვოიაჟებისათვის თანხები?

 

მოჩვენებითი სამართლიანობისთვის, თორემ რა უსამშობლო ნაძირლებიც ხართ ყველამ ვიცით და „დიდი ძმის“ მითითების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამთ!“, - წერს ქადაგიძე.