გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა - აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო

11-09-2023

ამ სიტყვებით იწყებს ევრონიუსი ბათუმის, აჭარის შესახებ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს. ევრონიუსის გადაცემა „Explore"-ის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების 8,000 წლოვან ტრადიციას გაეცნო.


ევრონიუსის მაყურებემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.


ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა აჭარის ტყეები და ნაკრძალები. წამყვანი აჭარის უნიკალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რეგიონის 60%-ს მოიცავს ტყე. უნიკალურია მტირალას ეროვნული პარკი, ის ერთ-ერთია ოთხ დაცულ ეროვნულ პარკთაგან აჭარაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია.


ჩვენ ვეზიარეთ და ვნახეთ აჭარის მდიდარი კულტურა, ლეგენდარული სტუმართმასპინძლობა, ვეწვიეთ საქართველოს მეორე დიდ ქალაქს, ბათუმს, რომელიც ანტიკური ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურის მიქსია. აღმოვაჩინეთ რეგიონის თვალწარმტაცი ბუნება, რომელიც ქალაქს ირგვლივ აქვს შემორტმული.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმი 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.


წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. ევრონიუსს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს.