გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბრიტანული კომპანია „Globetrotter TV” საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდს იღებს

11-09-2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევითა და მხარდაჭერით, საქართველოში იმყოფება  ბრიტანული სატელევიზიო კომპანია „Globetrotter TV“-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც „საოცარი სპა ქალაქი“-ს სერიებისთვის ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდს იღებს. გადაღებები უკვე განხორციელდა  სამ ლოკაციაზე - ქ. თბილისში, კურორტ საირმესა და კურორტ წყალტუბოში.  


“საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდის გადაღება  „ევროპის თერმული ქალაქების ასოციაცია“-სთან თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა, რომლის გენერალურ ასამბლეასაც სწორედ კურორტ წყალტუბოში, 2024 წლის მაისის თვეში ვუმასპინძლებთ.  აღნიშნულ ასამბლეას ევროპის 15 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი და კურორტის მფლობელი დაესწრება. სატელევიზიო კომპანია „Globetrotter TV“-ის მიერ გადაღებულ ეპიზოდზე კურორტების განვითარების სააგენტოს საავტორო უფლება ექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს იგი აქტიურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, რაც ხელს შეუწყობს   ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას და მდგრად განვითარებას“- აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.


50 წუთიანი ხანგრძლივობის სატელევიზიო ეპიზოდი 2024 წლის ივლისში, ბრიტანულ სატელევიზიო პლატფორმა Sky Channel-ზე გავა და ხელმისაწვდომი იქნება Amazon Prime & Sky UK აშშ-ს, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის 200 მილ-ზე მეტი აუდიტორიისთვის.


საქართველო აღმოჩნდა იმაზე საინტერესოვიდრე ველოდით. ვფიქრობ რომ სატელევიზიო ეპიზოდი, რომელიც გადავიღეთ უფრო მეტად გაახალისებს მომდევნო სერიას, რადგან სხვა სპა ქალაქებში, რომლებიც აღნიშნული სერიისთვის გადავიღეთ, მომხმარებლები მხოლოდ გაჯანსაღებისთვისა და მკურნალობისათვის ჩადიან, საქართველოში კი ვნახეთ კურორტები, სადაც მომხმარებელს თერმული წყლებით მკურნალობის გარდა სხვადასხვა  გასართობ აქტივობასაც სთავაზობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შესახებ ეპიზოდი იქნება რადიკალურად განსხვავებლი და გამორჩეული სხვა ევროპული სპა ქალაქების ეპიზოდებისაგან”- აღნიშნა სატელევიზიო ეპიზოდის წამყვანმა ელენ კოგლანმა.

 

კურორტების განვითარების სააგენტოს შესახებ

კურორტების განვითარების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება; სააგენტოს ამოცანაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს  შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.