გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით მათიკაშვილი: თუკი ჩვენ დავუშვებთ, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა კონსტიტუციის დაცვა, ასე გამიზნულად დაარღვევს კონსტიტუციას, გამოდის, რომ ეს დოკუმენტი არ არის მთავარი და ძირითადი კანონი

11-09-2023

ევროპა და ევროპული მენტალობა პირველ რიგში დგას კონსტიტუციის დაცვასა და სამართლის უზენაესობის აღიარებაზე. თუკი ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა კონსტიტუციის დაცვა, ასე ხელაღებით, გამიზნულად და გაცხადებულად დაარღვევს კონსტიტუციას, გამოდის, რომ ეს დოკუმენტი არ არის მთავარი და ძირითადი კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, ზოგიერთ პოლიტიკოსს არ სურს რეალობის დანახვა და იმის გააზრება, რომ კონსტიტუციის დარღვევა პირველ რიგში არ ეპატიება იმ თანამდებობის პირს, ვინც პირველ რიგშია პასუხისმგებელი მის დაცვაზე.


„იმპიჩმენტი მართლაც მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ ვნახეთ ოპოზიციიდან როგორ ცდილობენ, რომ ეს მნიშვნელოვანი თემა გადაფარონ სხვა საკითხით. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ძალიან მარტივი და გასაგები მოცემულობაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს, რომ არსებული მოცემულობა გაიგოს და გაიაზროს. ეს არის კონსტიტუციის 52-ე მუხლის ა პუნქტის პირდაპირი დარღვევა. მაშინ, როდესაც ქვეყანა გახლდათ საპრეზიდენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი გახლდათ მთავრობის ხელმძღვანელი, ის ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ახორციელებს საგარეო პოლიტიკას. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა, რომლის გაგებაც არ არის არანაირი პრობლემა. თუმცა, რეალობის დანახვა არ სურს ზოგ პოლიტიკოსს და არ სურთ იმ რეალობის გააზრება, რომ კონსტიტუციის დარღვევა პირველ რიგში არ ეპატიება იმ თანამდებობის პირს, ვინც პირველ რიგშია პასუხისმგებელი მის დაცვაზე.


ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული გზა. ყველას კარგად მოეხსენება რა პროცესები მიდის საქართველოში. ევროპა და ევროპული მენტალობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დგას კონსტიტუციის დაცვასა და სამართლის უზენაესობის აღიარებაზე. თუკი ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა კონსტიტუციის დაცვა, ასე ხელაღებით, გამიზნულად და გაცხადებულად დაარღვევს კონსტიტუციას, გამოდის, რომ ეს დოკუმენტი არ არის მთავარი და ძირითადი კანონი, არამედ ფარატინა ქაღალდია, რომელიც ყველამ შეიძლება მოიხმაროს ისე, როგორც თვითონ სურს. ასე რომ პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და ყველა არსით, რომელიც სახელმწიფოებრიობას ეხება, კონსტიტუციის დაცვის პრეროგატივა და პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა და ეს პროცესი გრძელდება“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.