გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ვისი მხრიდან ხდება პრემიერის რეისზე აქცენტი - 1,3 მილიონი დოლარი დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა პიარში და იმ ხალხს, ვინც მათ მხარესაა, კითხვაც არ დაუსვამთ, საიდან აქვს მას ამხელა თანხებიო

12-09-2023

„თითქოს არ ჰქონდეს პრემიერს უფლება თავის ოჯახის წევრებთან ერთად სადმე გაემგზავროს, ან დაბრუნდეს. მათი ბელადი როგორც იქცეოდა, მე პირადად მაქვს ნანახი - როგორ დაფრინავდა თავისი ჩარტერული რეისით ორ ქალბატონთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქალაქში.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მილიონ სამასი ათასი დოლარი დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა პიარში და იმ ხალხს, ვინც მათ მხარესაა, კითხვაც არ დაუსვამთ, საიდან აქვს ყოფილ პრეზიდენტს ამხელა თანხები.

 

„არაერთხელ გვისაუბრია კამპანიაზე, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აწარმოებს თავის პატრონებთან, გლობალური ომის პარტიასთან ერთად. ამ კამპანიაში ჩართული ადამიანები ირიბად თუ პირდაპირ უკავშირდებიან „ნაცმოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს, რომლის დანაშაულებსაც ვერ ხედავენ, თითქოს ბინდი აქვთ გადაკრული თვალებზე. ეს ადამიანი 60 მანქანით დადიოდა, რესტორანში რომ შედიოდა, მთელი უბანი იკეტებოდა და ა.შ. არც ერთი მისი მხარდამჭერის პროტესტი ან შეფასება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. მათთვის ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, არის საშიში, რადგან ისინი - „ნაცმოძრაობა“, ხელისუფლებაში ყოფნისას, არ იყვნენ საქართველოს მოსახლეობის ნების აღმსრულებლები. სწორედ ამიტომ არიან პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ. თითქოს არ ჰქონდეს პრემიერს უფლება თავის ოჯახის წევრებთან ერთად სადმე გაემგზავროს, ან დაბრუნდეს. მათი ბელადი როგორც იქცეოდა, მე პირადად მაქვს ნანახი - როგორ დაფრინავდა თავისი ჩარტერული რეისით ორ ქალბატონთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ, აგენტები და აგენტების პოლიტიკის გამტარებლები არიან ყველანი, ვინც ამ კამპანიაშია ჩართული, რომ თითქოს შეიძლება ყველასთვის შეურაცხყოფის მიყენება. იმას არ ვამბობ, რომ განხილვის საგანი არ უნდა იყოს თემა, თუ კითხვები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი პირველია საქართველო მთავრობის დეკლარაციების გამჭვირვალობით. თან, ვისი მხრიდან ხდება ამ ყველაფერზე აქცენტი - მილიონ სამასი ათასი დოლარი დახარჯა სააკაშვილის ოჯახმა პიარში და იმ ხალხს, ვინც მათ მხარესაა, კითხვაც არ დაუსვამთ, საიდან აქვს ყოფილ პრეზიდენტს ამხელა თანხებიო. ახალგაზრდებმა შეიძლება არ იციან, მაგრამ არქივი ხომ არსებობს, ნახონ. ვერ დაავიწყებ ხალხს რას სჩადიოდა „ნაცმოძრაობა“. რაც არ უნდა სიმართლეზე და ადამიანის უფლებებზე ისაუბრონ, როცა ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციის მხარეს არიან, იქ ყველაფერი სრულდება. ამიტომ, ახალგაზრდებს მივმართავ - „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობით საქმეს ნუ იფუჭებენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.