გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯაბა სამუშია საჯარო ლექციების ციკლს მართავს

12-09-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ისტორიის, ეროვნული და კულტურული ფასეულობების საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო.


ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.


მათივე ცნობით, პირველი საჯარო ლექცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც რექტორი „თამარ მეფის ეპოქის საქართველოს“ შესახებ მოხსენებით წარსდგა.


„შეხვედრებს, რომელიც სამღვდელოებასთან და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებთან იმართება, ქართველი მეცნიერები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები წარმართავენ.


საჯარო შეხვედრები ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრილობისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეხვედრებს ორგანიზებას უწევს ააიპ "საზოგადოება ივერიისა" და საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება.