4-09-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული უ.კ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ შალაურში 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარა.
სამართალდამცველებმა უ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.