გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: რა თქმა უნდა, გამორიცხულია, საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა დასკვნა დადოს; თვითონ ოპოზიციონერებმა, კონსტიტუციონალისტებმა აღიარეს - დიახ, იყო კონსტიტუციის დარღვევა

12-09-2023

„[პრეზიდენტმა] განა არ იცოდა, რომ მიდიოდა და არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ რატომღაც ეგონა, რომ გაუვიდოდა ეს და მას პასუხს არავინ მოსთხოვდა, ანუ ხელისუფლება ამ დონის სიმკაცრეს და კანონის უზენაესობისადმი ასეთ დამოკიდებულებას არ გამოიჩენდა“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

 

ჩიბურდანიძის თქმით, ოპოზიცია შეეცდება ხელისუფლების მიმართ ანტი პიარ-კამპანია აწარმოოს და პრეზიდენტი მსხვერპლად წარმოაჩინონ.

 

„პრეზიდენტი აღმოჩნდა ჩიხში, სიმართლე გითხრათ მას ძალიან ეშინია. იცით რა არის, ფაქტია თვითონ ცუდი - მან დაარღვია კონსტიტუცია.


განა არ იცოდა, რომ მიდიოდა და არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ რატომღაც ეგონა, რომ გაუვიდოდა ეს და მას პასუხს არავინ მოსთხოვდა, ანუ ხელისუფლება ამ დონის სიმკაცრეს და კანონის უზენაესობისადმი ასეთ დამოკიდებულებას არ გამოიჩენდა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა დასკვნა დადოს. თვითონ ოპოზიციონერებმა, კონსტიტუციონალისტებმა აღიარეს - დიახ, იყო კონსტიტუციის დარღვევა - „მაგრამ“... საკონსტიტუციო სასამართლო არ ითვალისწინებს „მაგრამს“, რისთვის წავიდა. ის არის სასამართლო და ადგენს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - დიახ, დაარღვია. თვითონ ეს ფაქტი არის პრეზიდენტის ინსტიტუტის, მისი პიროვნების და სტატუსის დეგრადირება. დღესდღეობით ის არის პრეზიდენტი.


იმპიჩმენტი შედგება, არ შედგება ეს მეასეხარისხოვანია ყველასთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ესაუბრებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, არა მხოლოდ ის გაიგო მან, მხარს დაუჭერენ თუ არა იმპიჩმენტს, არამედ, მათ შორის, იქნებოდა საუბარი იმაზე, როგორი სიტყვიერი მხარდაჭერა ექნებოდა, ან როგორ უნდა გაემართლებინათ პრეზიდენტის ეს ქმედება. სწორედ ამაზე უნდა ააგონ და ხელისუფლების მიმართ ანტი პიარ-კამპანია აწარმოონ, რომ პრეზიდენტს ჩაგრავს, ასამართლებს იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ მივყავართ. მსხვერპლია ახლა პრეზიდენტი და მათი მხრიდან მსხვერპლშეწირვა ხდება“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.