13-09-2023
კოლექტიური ნაცმოძრაობა რა თქმა უნდა, დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზეც კი წახვიდე, შეიძლება მოგიწიოს იმის აღიარება, რომ თავის დროზე, 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდი - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს მისი საქმეა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, კოლექტიური ნაცმოძრაობა რა თქმა უნდა, დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად, ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ მათ ჰყავთ საერთო პატრონი და ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზეც კი წახვიდე, შეიძლება მოგიწიოს იმის აღიარება, რომ თავის დროზე, 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდი. რა გამოდის, თუ არ გადააყენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ხვალ შეიძლება მათ იმის აღიარებაც მოუწიოთ, რომ როცა ჩვენ გეძახიან მაგალითად პრორუსულს და ა.შ. ესეც არის ცარიელი ტყუილი. იტყუებიან, მერე აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა ხარ აგენტი, სხვა რესურსი უბრალოდ არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე არის აბსოლუტურად შეზღუდული. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.