გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

13-09-2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.


ლაშა ხუციშვილმა მელინე არაკელიანს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო უწევს საქართველოს, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა.


ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.