გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია კომისიამ მისი მანდატის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება

4-09-2018

მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძებო კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა როგორც დაზარალებულებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომისიამ მისი მანდატის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

„ჩვენც ვხედავთ გარკვეულ ხარვეზებს და არის პრობლემები, რომლებიც უფრო ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ ნაწილში. ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სურათს და მკვლელობის მონაწილე სხვა პირებს დაასახელებდა, ასეთი გარემოება კომისიას არ მოუპოვებია. ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება ე.წ. ტარი თუ ჯიბეში ხელის ჩაყოფა - ერთია, რომ არ შეიძლება პირის დამნაშავეობაზე საუბარი და მეორე - ეს შეფასებები არის მართლმსაჯულების საგანი.
კომისია არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რომელიც დაარღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა როგორც დაზარალებულებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის. ის რეკომენდაციები, რომელიც არის მომზადებული „ევროპული საქართველოს“ მიერ, არის პირდაპირი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადაამეტო საკუთარ უფლებამოსილებას. შესაძლოა, დიდია ცდუნება, რომ ოპონენტებმა შექმნან ილუზია, თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც ვერ აღმოაჩინა მკვლელის სახით გამოძიებამ ან სასამართლომ. ეს არის უპირველესად კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა. იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია კომისიამ მართლმსაჯულებას დაუტოვოს თავისი ფუნქცია",- აღნიშნა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნის საკუთარი ვერსია მოამზადა, რომელსაც საგამოძიებო კომისიის წევრებს დღეს გააცნობს.