გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე: ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნიკა მელიას გულის ტკივილი, ხოლო ნიკა მელია არის ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილი

14-09-2023

„ვხედავთ, რომ ნიკა მელიასთვის ლევან ხაბეიშვილი არის გულის ტკივილი, ხოლო ლევან ხაბეიშვილისთვის ნიკა მელია არის თავის ტკივილი და ეს ტკივილები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტია თავის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია.


„კიდევ ერთხელ მოხდა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. მათ აჩვენეს, რომ აბსოლუტურად უპრინციპო, არათანმიმდევრული ძალაა, რომელიც თავის ამომრჩეველსაც კი ყოველდღიურად ატყუებს. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია.


მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და შიგნით მიდის ყოველდღიური ბრძოლა ძალაუფლების, გავლენების გადანაწილებისთვის. მას, ვისაც არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვინც თავისი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს და მე დიდი იმედი მაქვს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი საზოგადოება ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.