გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯაბა სამუშიამ კადისის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

14-09-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტში ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრები დაარსდება. ამის შესახებ თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.  შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად,  თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტში დაარსდება ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრი. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას  მისცემს დეტალურად შეისწავლონ უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი მიმართულებები და იმუშაონ საერთო პროექტებზე.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანურიდა ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებას, პოპულარიზაციას პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმები ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ქართულ-ესპანური სამეცნიერო ხიდის დაარსებით, საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებით, რომლითაც უფრო დავაახლოებთ ქართველ და ესპანელ მეცნიერებს“,-აღნიშნაჯაბა სამუშიამ.

 

კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის.

 

„ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა ამ თანამშრომლობისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის. გვსურს თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის საერთო პროექტების განხორციელების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარების მიმართულებით“, - განაცხადა  რაფაელ ხიმენეს კასტანედამ.