გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ნიკოლეიშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე: ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ. ესაა სამწუხაროდ მოქმედი ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი

16-09-2023

ოთარ ფარცხალაძის სრულიად უსამართლო და გაუგებარ დასანქცირებაზე ერთი რამ გამახსენდა - ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის თქმით, კარგად ხვდება ქართველი ხალხი, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არეულობის და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გაკეთდა!

  

“ოთარ ფარცხალაძის სრულიად უსამართლო და გაუგებარ დასანქცირებაზე ერთი რამ გამახსენდა - ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ, ჰოდა აქ სულელი არავინ არ არის. ძალიან კარგად ხვდება ქართველი ხალხი, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არეულობის და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გაკეთდა! ესაა სამწუხაროდ მოქმედი ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.