გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში

16-09-2023

როშ ჰაშანას დღესასწაული მინდა მივულოცო ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.


პრემიერის თქმით, ქართულ-ებრაული ძმობის ისტორია ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა იმ დიდი სიყვარულის გარეშე, რომელიც ჩვენს ხალხს საუკუნეებია აკავშირებს.


"სწორედ ამ სიყვარულმა განაპირობა ის, რომ ებრაელებმა ასე შეინარჩუნეს საკუთარი ეროვნულობა საქართველოში, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ.

მინდა გავიზიარო თქვენი დღესასწაულის დიდი სიხარული და გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება თქვენ და თქვენს ოჯახებს",- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.