16-09-2023
სასოწარკვეთილი რადიკალები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე იგონებენ უამრავ ბინძურ ჭორს, თხზავენ 'ნოდარმელაძისეულ' უნიჭო ზღაპრებს მმართველი გუნდის ე.წ. "უკანონო" ქონებაზე, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან სახეზეა დეზინფორმაცია და ორმაგი სტანდარტები - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, შვილის საპრეზიდენტო "წყალობით" მილიონერად ქცეული გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებაზე ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ჩეკისტი ბიძის თემურ ალასანიას მიერ მრავალმილიონიანი მიშას ქისის განკარგვაც ცნობილია. უშედეგოდ რომ ხარჯავენ უდიდეს თანხებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეგეც თვალსაჩინოა.
ექსპერტის თქმით, საინტერესოა ფარისევლურად მჩხავანა რამდენიმე ნაცსუბიექტის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობაც.
„სასოწარკვეთილი რადიკალები "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე იგონებენ უამრავ ბინძურ ჭორს, თხზავენ 'ნოდარმელაძისეულ' უნიჭო ზღაპრებს მმართველი გუნდის ე.წ. "უკანონო" ქონებაზე, მაგრამ საზოგადოებაში მაინც ვერ აღწევენ სასურველ შედეგს, რადგან სახეზეა დეზინფორმაცია და ორმაგი სტანდარტები.
ნაცრევანშისტები 2003 წლის პოლიტიკური სახელმძღვანელოთი მოქმედებენ - ავიწყდებათ, რომ საქართველოში მედიის აღვირახსნილი თავისუფლებაა, ინტერნეტიზაცია უმაღლეს დონეზეა და ციფრულ არქივებში მათი არათანმიმდევრული, თვალთმაქცი აქტივობების მოძიება უადვილესია.
ერთ დროს "ბებიის პენსიაზე მცხოვრებმა" ავაზაკმა სააკაშვილმა 2021 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა: იყო დრო, როცა წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის, მერე დავიწყე ლექციების კითხვა და ბოლო წლებში უკრაინაში ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების დაფასება კანონით მოხდა...მაგრამ, ვინ მასამართლებს მე, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი...
შვილის საპრეზიდენტო "წყალობით" მილიონერად ქცეული გიული ალასანიას მიერ მიტაცებულ ქონებაზე ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ჩეკისტი ბიძის თემურ ალასანიას მიერ მრავალმილიონიანი მიშას ქისის განკარგვაც ცნობილია. უშედეგოდ რომ ხარჯავენ უდიდეს თანხებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეგეც თვალსაჩინოა.
საინტერესოა ფარისევლურად მჩხავანა რამდენიმე ნაცსუბიექტის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა.
2020 წლის 31 დეკემბერს, ნიკა მელიას, როგორც პარლამენტის წევრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბინებისა და საბანკო ანგარიშებზე მრავალათასიანი თანხების გარდა, მას წინა წელს მამისგან, ანზორ მელიასაგან საჩუქრად 10 ათასი დოლარი აქვს მიღებული.
2019 წლის 30 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, იმდროინდელ დეპუტატს, გიგა ბოკერიას წინა წელს საჩუქრის სახით, უფიქსირდება მამისგან მიღებული 55 000 ლარი. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, გიგა ბოკერიას შვილი ფლობს ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოს, რომელიც საჩუქრად აქვს მიღებული.
2020 წლის თებერვალში გაირკვა, რომ დეპუტატ სალომე სამადაშვილს მამამ 23 000 დოლარი და 10 000 ლარი აჩუქა.
ჩეკისტების სკოლადამთავრებულ, უტიფარ ელენე ხოშტარიას მრავალმილიონიან დაუსაბუთებელ რუბლებზე უკვე არაერთხელ ითქვა.
პოლიტტექნოლოგიურად რომ უკიდურესად ჩაიფუშნენ ნაცსექტანტები, აშკარაა, რადგან მუდმივად ფორთხავენ იმ მახეში, რომელიც, მათი ვიწრო დიაპაზონით, ვითომ კორუმპირებულ "ქართულ ოცნებას" უსინდისოდ უგებენ“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.