გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ში ახალი სასწავლო წელი იწყება

18-09-2023

ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ათასამდე პროფესორ-მასწავლებლისთვის და 25 ათასზე მეტი სტუდენტისთვის ახალი სასწავლო წელი იწყება. მათ შორის, სწავლას იწყებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული 6200 პირველ სემესტრელიც.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე პროგრამები.


საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2021 წელს საქართველოსა და რეგიონში პირველებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა (FIBAA), ხოლო თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA) ხელახლა მიიღო აკრედიტაცია, რაციმას ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში. 


ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება: მოეწყო სასწავლო კორპუსების გარე სივრცეები, რამდენიმე სასწავლო კორპუსში განახლდა სააუდიტორიო ინვენტარი, სასწავლო კორპუსების დერეფნებსა და ჰოლებში მოეწყო სტუდენტური და საპროფესორო სივრცეები.