გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

18-09-2023

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა,

 

რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული.

 

-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის -აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

 

ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯამში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 204 ოჯახი, სასტუმროებში კი -161.