გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, სადაც განვიხილეთ თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

19-09-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერთა ოლაფ შოლცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.


„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან, სადაც განვიხილეთ თორმეტივე რეკომენდაციის განხორციელების ნაწილში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.


საუბრისას მადლობა გადავუხადე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი გერმანიის მიერ გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი გამოთქმული მზაობისთვის", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.