გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად - გიორგი აბაშიშვილი

20-09-2023

მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, - ამის შესახებ Busines Insider Georgia-ს დამფუძნებელმა განაცხადა. 

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო და შესაბამისად, საბანკო სისტემა რაიმე ფორმით მაინც გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის ადგილად და საშუალებად. განცხადებიდან ჩანს, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ კოორდინაციაში იყოს ჩვენს საერთაშრისო პარტნიორებთან. ცხადია, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მოქმედება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს და ამავდროულად, არანაირი ეჭვის საფუძველი არ იყოს სანქციებიდან თავის არიდების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში ეროვნულ ბანკის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ყველა პოტენციური რისკი“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. 

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილებასაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული  ბანკი  ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.