გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე: სახელმწიფოებრივი სიმწიფე იმაში ვლინდება, თუ როგორ ახდენს ის თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ

20-09-2023

თუ ამერიკელთა ხატოვანი გამოთქმის -„ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა პირველი მილიონი დოლარის შემდეგ იწყება“ პერიფრაზირებას მოვახდენთ, სახელმწიფოებრივი სიმწიფე იმაში ვლინდება, თუ როგორ ახდენს ის თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ექსპერტის განმარტებით, საზოგადოების ნებისმიერ წევრზე უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გავრცელდეს, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული. მისივე თქმით, კანონების აღსრულება, საბანკო სექტორს წესრიგს და მდგრადი განვითარებას მოუტანს.

 

"თუ ამერიკელთა ხატოვანი გამოთქმის -„ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა პირველი მილიონი დოლარის შემდეგ იწყება“ პერიფრაზირებას მოვახდენთ, სახელმწიფოებრივი სიმწიფე იმაში ვლინდება, თუ როგორ ახდენს ის თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ერთი ქართველი დიპლომატის ისტორია, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, თუმცა ავარიის შედეგად მას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად მოუხსნა იმუნიტეტი და ამის გამო მას სასჯელის მოხდა გარკვეული ვადით მიმღები ქვეყნის ციხეში მოუწია. ბედის ირონიით, იმავე პერიოდში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დიპლომატმა, რომლის ავტომობილმა თბილისში საქართველოს მოქალაქეები იმსხვერპლა, სრულად ისარგებლა ასეთი იმუნიტეტით და დაუბრკოლებლად დატოვა ჩვენი ქვეყანა.

 

დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. კანონი და სამართალი იცავს ქვეყნის მოქალაქეებს და ამ კუთხით უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ადგილი უკავია მას ამჟამად, რა პოსტი ეკავა ადრე და როგორი პოპულარობით ან რენომეთი სარგებლობს ამჟამად საზოგადოებაში. ამ ასპექტით უნდა შევხედოთ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოებში და მას ამყარებს ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან თანამედროვე იურისპრუდენციაში გადმოსულ სენტენციას: Fiat iustitia, et pereat mundus - სამართალი უნდა აღსრულდეს თუნდაც სამყარო დაიქცეს.

 

კონსტიტუციისა და კანონების ზედმიწევნით აღსრულებით სამყაროს და მათ შორის ქართულ საბანკო სექტორს არა „დაქცევა“, არამედ წესრიგი და მდგრადი და პროგნოზირებადი განვითარება „ემუქრება“..." - წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.