გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი TBC ბანკში ცვლილებებზე: მინდა მივულოცო ამ ბანკს ესოდენ სოლიდური და ავტორიტეტული შენაძენი, მიუხედავად მოსალოდნელი სტიგმა-შეძახილებისა („არა რუსულ ბანკს") საკუთარი მისამართით

20-09-2023

TBC ბანკში საკადრო ცვლილებებს ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და მას „პერსპექტიულ შენაძენს“ უწოდებს.

 

„ჩვენს დაძაბულ ყოველდღიურობაში ისედაც არ ვართ განებივრებულები პოზიტიური ინფორმაციით, ამიტომ საწყენია, როდესაც გიმალავენ ან არ აშუქებენ სათანადოდ TBC ბანკში ახალ და პერსპექტიულ შენაძენს. 2023 წლის 13 სექტემბრიდან საქართველოს ამ ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო გიგანტს, საერთაშორისო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, აღმასრულებელ კომიტეტში ახალი წევრი, ოლივერ ჰიუზი ჰყავს.

 

53 წლის ბრიტანელმა ბანკირმა, ოლივერ ჰიუზმა დაამთავრა სასექსის უნივერსიტეტი სპეციალობით „რუსული ენა და ლიტერატურა" (რუსული ფილოლოგიის ბაკალავრი). 1991 წელს სტაჟირებას გადიოდა საბჭოთა კავშირში. შემდგომ, ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტში დაამთავრა მაგისტრატურა სპეციალობით „საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების მართვა", ხოლო ლიდსის უნივერსიტეტში დაიცვა მაგისტრის დიპლომი „საერთაშორისო პოლიტიკაში". სრულყოფილად ფლობს რუსულ და ფრანგულ ენებს. 1998 წელს რუსეთში ადგილობრივი ბანკირებისთვის ჩაატარა ტრენინგები VISA სისტემის ტექნიკურ საკითხებში. 2000 წელს დაინიშნა Visa International-ის მოსკოვის ფილიალის ჯერ რიგით თანამშრომლად, ხოლო 2005 წლიდან გახდა რუსეთში Visa International-ის ოფისის ხელმძღვანელი. 2007 წლის ივნისიდან დაინიშნა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „Тинькофф банк"-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლისთვის "Тинькофф банк"-მა რუსეთის საბანკო სისტემაში მიაღწია მეცამეტე ადგილს თავისი აქტივების ოდენობით. 2016 წელს ოლივერ ჰიუზი რუსეთის ყოველწლიური პრემიის („საბანკო სფერო") მფლობელი გახდა ნომინაციაში "წლის პერსონა", ხოლო "Банки.ру"-ს ვერსიით - 2019 წელს მან რუსეთის „საუკეთესო ბანკირის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

„მე მოხარული ვარ შევუერთდე TBC-ის გუნდს და ვუხელმძღვანელო მათი საერთაშორისო ოპერაციების განვითარების სფეროს," - განაცხადა ოლივერ ჰიუზმა და მე მინდა მივულოცო ამ ბანკს ესოდენ სოლიდური და ავტორიტეტული შენაძენი, მიუხედავად მოსალოდნელი სტიგმა-შეძახილებისა („არა რუსულ ბანკს") საკუთარი მისამართით,“ - წერს დავით ქართველიშვილი.