გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განვითარების 6 წლიანი სტრატეგია წარადგინა

20-09-2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.


სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, დამოუკიდებლობის და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა, სამსახურის მუშაობის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდით საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული განვითარება.


სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი ამოცანები სრულ შესაბამისობაშია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და ინსტიტუციურ გაძლიერებას ითვალისწინებს.


სტრატეგიის განხორციელების პერიოდში დაგეგმილია 2 წლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც, რომელშიც სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განსაზღვრული იქნება კონკრეტული ღონისძიებები, მათი შედეგების ინდიკატორები, პასუხისმგებელი უწყებები, შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები.


დოკუმენტზე მუშაობა ევროპის საბჭოს პროექტის ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტმა პროფესიული ექსპერტიზა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე გაიარა.


საჯარო განხილვის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, სტრატეგია სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდება და იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.