გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი: თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით

20-09-2023

ივანიშვილმა გამოაგორა, იდეაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი  ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მმართველი, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტური მონა და მორჩილი, ქალბატონი თურნავა, რომელიც გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძის საბანკო ფინანსურ ინტერესებს- ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პრორუსული პარტიაა, არამედ ის რუსული აგენტურით გატენილი დანაშაულებრივი, მაფიოზური დაჯგუფებაა.

 

"უამრავი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ამას მაფიოზური „რუსული ოცნება“ განზრახ აკეთებს, რადგან ასეთ ბრძანებებს იღებს მოსკოვიდან.

 

მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ქვეყანას კი მართავს დანაშაულებრივი რუსული დაჯგუფება, ანუ ხალხი არის ერთ მხარეს, ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს არის კლასიკური რევოლუციური  მდგომარეობა!

 

მე, როგორც ქართველი პატრიოტი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავუშვებთ. მაგრამ თუ ისევ გაბედეს არჩევნების გაყალბება, ყველაფერი რევოლუციით და არა „ქოცბანდის“ მშვიდობიანი წასვლით დასრულდება!" - აცხადებს ოქრიაშვილი.