გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებამ გაიაზროს, რა პროცესები მიდის საქართველოში; არის მცდელობა, უნიჭო ქმედებებით გადაიფაროს სუს-ის მიერ 2 დღის წინ გაკეთებული განცხადება მოსალოდნელი არეულობის შესახებ

20-09-2023

"ფარცხალაძის თემა, რომელსაც ყველა ეხებოდა განცხადებაში, არის პირდაპირი დაკვეთა აგენტების ერთიანი ქსელიდან," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

ყაველაშვილის თქმით, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რადგან ქართული ოპოზიცია იმართება ქვეყნის გარედან და მოწოდებულია, ქვეყანაში მოახდინოს არეულობა.

 

„კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებამ გაიაზროს, რა პროცესები მიდის საქართველოში. არის მცდელობა, უნიჭო ქმედებებით გადაიფაროს სუს-ის მიერ 2 დღის წინ გაკეთებული განცხადება მოსალოდნელი არეულობის შესახებ. ყველა კარგად ხედავს, რომ მათი განცხადებები, გამოსვლები რადიკალური ოპოზიციის, რომელსაც უერთდება გახარიას ფრთაც, იმართება ერთი ცენტრიდან იმ ნიშნით, რომ მთელი სიმძიმე გადატანილი იყოს ფარცხალაძეზე. იყო პირდაპირი მითითება, ყველას თავის წინადადებაში უნდა ეხსენებინა ფარცხალაძე.

 

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საზოგადოებას, თუ რა საშიშროება ემუქრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მშვიდად, წყნარად, მაგრამ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რაიმე სახით საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, რაზეც „ხალხის ძალა“ შექმნიდან, უკვე წელიწადზე მეტია, ვლაპარაკობთ. ყველა ფხიზლად ვართ, ვმუშაობთ, მაგრამ ყველაზე მთავარია, საზოგადოების სიფხიზლე.

 

ეს არის პირდაპირი დაკვეთა, რაც ხდება. ფარცხალაძის თემა, რომელსაც ყველა ეხებოდა განცხადებაში, არის პირდაპირი დაკვეთა აგენტების ერთიანი ქსელიდან. გვარამიას მესიჯი, რომ სუს-ის განცხადება არის ბოდვა და არ მიაქციოთ ყურადღება, შესაბამისად, აქცენტის ფარცხალაძეზე გადატანა, მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული.

 

მერე კიდევ, როგორ დაიწყო ყველაფერი? მე არ მახსოვს, როცა რომელიმე დეპუტატი გამოდის, ბრიფინგი აქვს, ვინმეს ჩაეშალოს ის. ასეთი უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს ამათმა პარლამენტში. ისინი ვერ მიიღებენ იმას, რაც სურთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.