გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლევან კოჭლოშვილი: ეროვნულ ბანკთან გამართული აქციის ერთადერთი მიზანი იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაქსიმალური შეფერხება

21-09-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ ბანკთან გამართულ მცირერიცხოვან აქციას ეხმაურება, რომელში მონაწილეობაც მამუკა ხაზარაძემაც მიიღო.

 

როგორც ლევან კოჭლოშვილი წერს, ამ მოღალატეების მიზანია, როგორმე ქვეყანას მოუტანონ ზიანი.

 

„ფარჩაკ - მევახშე ხაზარაძეს რაც შეუძლია, იმას აკეთებს!

 

ყველამ კარგად იცის და ფაქტებით დადასტურებულია, რომ ქვეყანას აქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკა ვითარდება.

 

დღეს ეროვნულ ბანკთან გამართული აქციის ერთადერთი მიზანი იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაქსიმალური შეფერხება, ეკონომიკის ჩამოშლის მცდელობა, წარმოჩენა იმისა, რომ საქართველოში არასაიმედო საინვესტიციო გარემოა.

 

ცხადზე ცხადია, რომ ამ მოღალატეების მიზანია, როგორმე ქვეყანას მოუტანონ ზიანი. დღევანდელი აქცია კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ ქვეყნის დაუძინებელი მტერი „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იბრძვის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის წინააღმდეგ. გული უსკდებათ, რომ ქვეყანა წინ მიდის და სწორედ ეს არ სურთ ამ მოღალატეებსა და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.